1. პროექტის სახელი: ტოლერანტობა საქართველოში
2.პროექტის აქტუალურობა: აზერბაიჯანელი მოსწავლეები ჩაკეტილები არიან თავის მოსახლეობაში,არ არიან ჩართულნი კულტურულ ღონისძიებებში,არ იცნობენ საქართველოს მრავალფეროვან კულტურას
3.პროექტის მიზანი: აზერბაიჯანელ და ქართველ მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამყარება,მათი კულტურის ურთიერთგაცნობა,დამეგობრება,აზრების გაზიარება.
4. პროექტის ამოცანები:
მოსწავლეები ქმნიან მუშა-ჯგუფებს, ინაწილებენ დავალებებს,რათა ქართული და აზერბაიჯანული ურთიერთობების ისტორია და ტრადიციები ძირფესვიანად შეისწავლონ. ამისათვის გეგმავენ საველე სამუშაოებს, რათა შეხვდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, აიღონ მათგან ინტერვიუები, შეადგინონ ფოტოალბომი, აუდიომასალა,შექმნან ჩანახატები. ისინი აკვირდებიან რა არის ახალი, რა იყო წარსულში და დაიკარგა. მოიძიებენ ხალხში გაბნეულ თქმულებებს, იწერენ და შემდეგ ჩანახატების სახით გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს. ამიტომ მოსწავლეები თითოეულ მათგანს საკუთარი მოძიებული მასალით წარმოადგენენ და უფრო გაუღვივდებათ ისტორიული მასალის შესწავლის ინტერესი. საბოლოოდ ყველა მონაცემი განთავსდება ერთ საიტზე.
პროექტის მსვლელობა:
1.გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის შინაარსი,
2.ორგანიზაციული საკითხები,
3.ფუნქციების გაადნაწილება,
4.კონკრეტული დავალებებეის მიცემა მოსწავლეებისათვის,
5.მოსწავლეებს დაევალებათ ნანახი მასალის
იხედვით პრეზენტაციების გაკეთება; საინტერესო მასალების
მოძიება ინტერნეტში.
6.ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ერთობლივად ჩაუტარდებათ ტრენინგი გაცნობის მიზნით,ასევე,თავიანთი ეთნოწარმომავლობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.გაეცნობიან ქართულ და აზერბაიჯანულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს(ეკლესია,მეჩეთი),გაეცნობიან ქართულ და აზერბაიჯანულ ფოლკლორს.5.ერთობლივად წავლენ კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში,სადაც სხვადასხვა პროფესიას გაეცნობიან.
6. მონაწილეთა ასაკი:13-17 წელი
7.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: ეროვნული
ტრადიციების
შესწავლისას
მოსწავლეები
ეცნობიან
ცალკეული
ეთნოგრაფიული
კუთხეების
ისტორიას,
ზნე-ჩვეულებებს,
მათ
ეპოქალურ
სახეცვლილებებს,
რწმენა-წარმოდგენებს
და
ადამიანთა
წვლილს
კულტურის,
ხელოვნების,
მეცნიერების
და
ისტორიული
მოვლენების
განვითარებაში.
გეოგრაფია: გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების
უნარს,
შეისწავლიან
სხვადასხვა
კუთხის
გეოგრაფიულ
მდებარეობას,
ლანდშაფტს,
კლიმატს
და
მის
გავლენას
ამ
კუთხის
ხალხზე.
რელიგია-მოძიებული მასალების საფუძველზე შეისწავლიან, საქართველოს თითოეულ
კუთხეში
რა
დოზით
არის
ერთმანეთს
შერწყმული
ქართული
და
აზერბაიჯანული
კულტურა
და
ტრადიციები.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება,
დამუშავება,
გაცვლა,
ისტ-ის საშუალებების
მოხმარების
დემონსტრირება,
ელექტრონულ
ფორმატში
არსებული
რესურსების
სიზუსტის
შეფასება.
8. მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ინტერკულტურულ თანაცხოვრებას.ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობას და ურთიერთპატივისცემას გააღვივებს.9.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, საქართველოს რუკა, ფოტოაპარატი, კამერა, თეთრი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, ტრანსპორტი.
10..პროექტის ფასილიტატორები:
ლაშა ნინიაშვილი-lashaniniashvili@gmail.com,
მაკა ხარიტონაშვილი-makaxaritonashvili@gmail.com,
მარინა ტარუღიშვილი-mtarugishvili@gmail.com.
Комментариев нет:
Отправить комментарий